|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ქართული ოცნების“ დეპუტატობის კანდიდატებმა ხელისუფლების მიერ განხორციელებული პროექტები შეაჯამეს (R)

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ქალაქ გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, იოსებ მაკრახიძე ტინისხიდის მოსახლეობას შეხვდა.

 შეხვედრაზე დასახლებაში არსებულ პრობლემებსა და მათი მოგვარების გზებზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება უმუშევრობის, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისა და სოციალურად დაუცველის  სტატუსის მინიჭების საკითხებს დაეთმო.

 “ხელისუფლების სწორი მუშაობის შედეგად, ჩვენ გვაქვს შედეგი, ეტაპობრივად დაიწყო მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება . ეს სწორედ ის ბიზნეს სექტორია, სადაც მოიძიება რესურსი ყველაზე მეტი სამუშაო ადგილის შექნმისა. მე ვაძლევ ჩემს გორელებს პირობას, რომ ჩვენს ქალაქში, ისე როგორც დანარჩენ საქართველოში, უმუშევრობის პრობლემა აღარ იქნება“,- განაცხადა იოსებ მაკრახიძემ ამომრჩველთან შეხვედრისას.

 „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, თემურ  ხუბულური წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ამომრჩევლებთან შეხვედრებს განაგრძობს.

ამჯერად მაჟორიტარობის კანდიდატი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახრისის მოსახლეობას შეხვდა და ადგილზე არსებულ პრობლემებს გაეცნო. შეხვედრაზე, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, მონაწილეებმა სოფლის განვითარებისთვის პრიორიტეტულ საკითხებზე ისაუბრეს.

 „ მე ვგრძნობ ჩემი რაიონის მოსახლეობის უდიდეს მხარდაჭერას, რაშიც 8 ოქტომბერს საზოგადოებაც დარწმუნდება. ადგილობრივების ძირითად პრობლემას მოყვანილი პროდუქციის დაბალი საბაზრო ფასი წარმოადგენს. მოგეხსენებათ , პრემიერ- მინისტრის ინიციატივით , საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს აღნიშნულ საკითხზე. დაწყებულია სოფლის მეურნეობის ჯაჭვის განვითარება, მიმდინარეობს ქვეყანაში ორგანიზებული საბითუმო სავაჭრო ცენტრების განვითარების მიზნით კერძო ინვესტიციების წახალისება. წარმატებული სოფლის მეურნეობისთვის ინფრასტრუქტურული კეთილმოწყობა აუცილებელი პირობაა. დღეს ჩემს რაიონში ეს პრობლემა დიდი პროცენტულობით მოგვარებულია“,- განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა თემურ  ხუბულურმა.

 

ავტორი: ნიუპრესი