"ქართული ოცნების" მთავრობამ ძირი გამოუთხარა დემოკრატიულ რეფორმებს"
"ქართული ოცნების" მთავრობამ ძირი გამოუთხარა დემოკრატიულ რეფორმებს - ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ერიკა ოლსონმა განაცხადა.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი თვითონაც იმყოფებოდა საქართველოში და პირადად იცნობს ქვეყანაში არსებულ ვითარებას.
მისი თქმით, აშშ გააგრძელებს საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებეის მხარდაჭერას.
"ჩვენ გვაგრძელებთ საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებეის მტკიცე მხარდაჭერას, როგორც ახლო პარტნიორებს, გვსურს საქართველოს დავეხმაროთ სასამართლო და საარჩევნო რეფორმების განხორციელებაში, რომელიც თავად გადაწყვიტეს, რომ ქვეყნის მომავლისათვის მნიშვნელოვანი იქნებოდა.
ჩვენ გვაწუხებს, რომ მთავრობის მოქმედებებმა ძირი გამოუთხარა ამ პროცესს. მმართველმა პარტიამ პირობა დადო, რომ საარჩევნო და სასამართლო რეფორმებს განახორციელებდა. ჩვენ ძალიან გვსურს, ვიხილოთ ამ პირობების შესრულების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები," - განაცხადა ერიკა ოლსონმა.
მისივე თქმით, ელოდებიან დემოკრატიის სამიტზე საქართველოს პრეზიდენტის სალიმე ზურაბიშვილის გზავნილებს.
ავტორი: ნიუპრესი