ქუთაისში „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის რეგიონული კონფერენცია გაიმართა
ქალთა ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა კონფერენციის მონაწილეებს ორგანიზაციის მიზნები და ამოცანები გააცნო და იმერეთის რეგიონული საბჭოს ხელმძღვანელი და შემადგენლობა წარადგინა.
იმერეთის ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარე მარეხი ნიჟარაძე გახდა.
როგორც ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელები აცხადებენ, ორგანიზაცია იქნება აქტიური, ხელს შეუწყობს ქალების წინაშე არსებული გამოწვევების გამოკვეთას და გადაწყვეტას.
კონფერენციაში ქალთა ორგანიზაციის გამგეობის წევრები - მაია ბითაძე, ეკა სეფაშვილი, ნინი ვარდოსანიძე და თინათინ ნიბლოშვილი მონაწილეობდნენ.
დღესვე, „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის სამეგრელო-ზემო-სვანეთის რეგიონული კონფერენცია ზუგდიდში გაიმართება.
რეგიონული კონფერენციები უკვე ჩატარდა შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთსა და კახეთში.
ავტორი: ნიუპრესი