"ქართული ოცნების" ვანისა და ხონის დეპუტატობის კანდიდატის ვინაობა დღეს გაირკვევა
"ქართული ოცნების" ვანისა და ხონის დეპუტატობის კანდიდატის ვინაობა დღეს გაირკვევა- ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარში პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, დღეს გაიმართება პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა, სადაც მიიღებენ გადაწყვეტილებას კანდიდატთან დაკავშირებით, რის შემდეგაც კანდიდატის ვინაობა ცნობილი გახდება.
„დღეს შედგება პოლიტსაბჭოს სხდომა, სადაც მიღებული იქნება გადაწყვეტილება კანდიდატთან დაკავშირებით და შესაბამისად, დღეს საღამოს უკვე ცნობილ გახდება ვანსა და ხონში კანდიდატის ვინაობა, რომელიც წარდგენილი იქნება „ქართულ ოცნების“ მხრიდან“,-აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
პოლიტსაბჭოს სხდომა „ქართული ოცნების“ ოფისში დღის მეორე ნახევარში გაიმართება.
არსებული ინფორმაციით, მმართველი გუნდი ვანისა და ხონის დეპუტატობის კანდიდატად იმერეთის გუბერნატორის გივი ჭიჭინაძის დასახელებას გეგმავს. აღნიშნულის შესახებ ჯერ ცნობილი არაა გივი ჭიჭინაძის პოზიცია.
პარლამენტის შუალედური არჩევნები აღნიშნულ ოლქში 28 აპრილს ჩატარდება.
ავტორი: ნიუპრესი