ქართულმა ფილმმა ჰოლივუდში 5 ნომინაციაში გაიმარჯვა [VIDEO]
საქართველოს სომელიეთა ასოციაციის მიერ გადაღებულმა ფილმმა „ღვინის ნულოვანი მერიდიანი“ (Prime Meridian of Wine) ჰოლივუდის დამოუკიდებელი დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე (HOLLYWOOD INTERNATIONAL INDEPENDENT DOCUMENTARY AWARDS) 5 ნომინაციაში გაიმარჯვა.
ნომინაციაში “საუკეთესო პროდიუსერი” - პრიზი შალვა ხეცურიანმა აიღო. ნომინაციაში “საუკეთესო სცენარის ავტორი” - თამარ ბართაიამ, ნომინაციაში “საუკეთესო რეჟისორი” - ნანა ჯორჯაძემ, ნომინაციაში “საუკეთესო დამდგმელი ოპერატორი” - მიხეილ კვირიკაძემ. ნომინაციაში “როლის საუკეთესო შემსრულებელი” - რევაზ ხეცურიანმა.
ფილმს უკვე რამდენიმე ჯილდო აქვს მოპოვებული: ესპანეთში გამართულ ღვინის საერთაშორისო კინოფესტივალზე MOST 2016 წლის საუკეთესო საერთაშორისო ფილმის ტიტული მოიპოვა;
საფრანგეთში გამართულ OENOVIDEO - ს ღვინის კინოფესტივალზე, მიიღო ჟიურის სპეციალური პრიზი, როგორც წლის საუკეთესო ენოლოგიური ფილმი.
ფილმის ჩვენება ასევე გაიმართა ეინდჰოვების კინოფესტივალზე DOCfeed.
ფილმი დაფინანსებულია "მარანი ხეცურიანი"-ის მიერ, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით.
ავტორი: ნიუპრესი