"ქართულმა ოცნებამ" იმერეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა
ქუთაისში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა. შეხვედრა ბალახვანის ასსაფეხურიან კიბეებთან მიმდინარეობს. ქუთაისში მაჟორიტარობისთვის 3 კანდიდატი იბრძოლებს. #47-ე ოლქში კენჭს იყრის გენადი მარგველაშვილი , #41-ე საჯარო სკოლის დირექტორი. #48-ე ოლქში - დიმიტრი მხეიძე, ექიმი. ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი კობა ნარჩემაშვილი კი #49 ოლქში წარადგინეს.
წყალტუბოში -ცოტნე ზურაბიანი, ზესტაფონში- შალვა კიკნაველიძე- პარლამენტარი, თერჯოლა- ტყიბულში ელგუჯა გოცირიძე, ჩაჩავას კლინიკის გენერალური დირექტორი. საჩხერეში- პაატა კვიჟინაძე,- პარლამენტარი., ის "კონსერვატიული" პარტიის წევრია.
ჭიათურაში-სულხან მახათაძე, ჭიათურის გამგებელი. ბაღდათი- ხარაგაული - კობა ლუსმანაშვილი, ხარაგაულის გამგებელი. სამტრედიაში გია მიქელაძე, ბიზნესმენი.
ვანი- ხონის ოლქში გიორგი ლილუაშვილი, თბილისის ვიცე-მერი.
დეპუტატობის კანდიდატები პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა წარადგინა.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი