|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქართულმა ოცნებამ" კონსტიტუციის პროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

8 მომხრე,  110 წინააღმდეგი - "ქართულმა ოცნებამ" საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. თავდაპირველად კენჭი ეყარა საკონსტიტუციო ცვლილებების პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ პროექტს, რომელსაც უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა.

ამის შემდეგ კენჭისყრაზე საკონსტიტუციო ცვლილებების თავდაპირველი რედაქცია დადგა, რომელიც უმრავლესობამ 117 ხმით, 7-ის წინააღმდეგ მიიღო.

ასევე კენჭი ეყარა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ კონსტიტუციურ კანონპროექტს, რომელზეც უმრავლესობამ პრეზიდენტის ვეტო დაძლია და პირვანდელი რედაქცია 117 ხმით 3-ის წინააღმდეგ მიიღო.

"ქალბატონებო და ბატონებო, გილოცავთ კონსტიტუციის ახალი რედაქციის მიღებას. ჩვენ ნამდვილად მივიღეთ ეროვნულ ინტერესებზე აგებული ევროპული ტიპის კონსტიტუცია" , - ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დეპუტატებს.



ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი