„ქართულმა ოცნებამ“ ქუთაისში საკუთარ მხარდამჭერებთან შეხვედრა გამართა
„ქართული ოცნებამ“ საკუთარ მხარდამჭერებთან შეხვედრა ქუთაისში გამართა. წინასაარჩევნო ღონისძიება სპორტის სასახლეში გაიმართა, პარტიის წევრებსა და მხარდამჭერებს „ქართული ოცნების“ ლიდერებთან ერთად პარტიის საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა მიმართა.
მან სიტყვით გამოსვლისას თავისი ტექსტის დიდი ნაწილი კვლავ წინა ხელისუფლებლების კრიტიკას დაუთმო, დაპირებების ნაწილში კი მუხრან მაჭავარიანის ლექსის გამოყენებით ამომრჩეველს „ცრუ ქართველების ბოგინის დასრულებას“ დაპირდა, ამაში კი ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების დაჭერა და აკრძალვა იგულისხმება:
„დაბოლოს, თქვენ წინაშე გამოსვლა ჩემი კუთხის შვილის, ყველასათვის უსაყვარლესი მუხრან მაჭავარიანის სიტყვებით მინდა დავასრულო. -„სულს მივცემ ჩემსას მე იმას მარტო, ვინც საქართველოს ესწრაფვის ქართულს! არა ცრუქართულს! ნამდვილად ქართულს! სიტყვითურთ ქართულს! საქმითურთ ქართულს!“
ჩემო იმერლებო - 26 ოქტომბერს, სამუდამოდ დავასრულოთ ცრუ ქართველების ბოგინი ჩვენს საქართველოში. გაუმარჯოს დამოუკიდებელ, ერთიან და გაბრწყინებულ საქართველოს! ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!", - განაცხადა ივანიშვილმა.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა