|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო სიის პირველი ოცეული წარადგინა

ქართული ოცნება-დემოკრატიულმა საქართველომ“ საარჩევნო სიის პირველი ოცეული წარადგინა. სიის პირველი ნომერი ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი არის, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მეორე ნომრად, პარტიის თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი კი მე-3 ნიმერია. 4. შალვა პაპუაშვილი 5. მამუკა მდინარაძე, 6. თეა წულუკიანი; მე-7 ნომრად მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ლაშა ტალახაძე განთავსდა; 8. ვახტანგ თურნავა; 9 მაკა ბოჭორიშვილი; მე-10 ნომრად კი ოლიმპიური ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი დასახელდა.

11 - სოზარ სუბარი; 12- მარიამ ქვრივიშვილი; 13 - ანრი ოხანაშვილი; 14 - ნიკოლოზ სამხარაძე; 15 -ეკა ჭიჭინაძე; 16 - შოთა ბერეკაშვილი; 17- ლევან მახაშვილი; 18 - მიხეილ ყაველაშვილი; 19 - გიორგი გაბუნია; 20 -ლიკა შარტავა.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.19%
გაუარესდა - 52.99%
არ შეცვლილა - 12.82%
სულ - 117 ხმა