|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქართულმა ოცნებამ" აგვისტოში 5 მილიონ ლარამდე შემოწირულობა მიიღო

 აგვისტოში პარტიებმა, შემოწირულებების სახით, ჯამურად, 5 მილიონ ლარზე მეტი მიიღეს. ინფორმაციას სახელმწიფო აუდიტის პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის სამსახური აცრცელებს. ამავე ინფორმაციით, აქედან თითქმის 5 მილიონამდე,  მთლიანი თანხის 87 პროცენტი მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო. 

აგვისტოში პოლიტიკური პარტიებმა შემოწირულობების სახით მიიღეს:

1.     ქართული ოცნება - 4 987 854 ლარი

2.     „საქართველოსთვის“ – 324 500 ლარი

3.     „ლელო“ – 169 500 ლარი

4.     „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 117 480 ლარი

5.     „ევროპული საქართველო“ – 54 886 ლარი

6.     „დროა“ – 31 468 ლარი

7.     „ევროპელი სოციალისტები“ – 25 000 ლარი

8.     „ხალხისთვის“ – 14 207 ლარი

„სტრატეგია აღმაშენებელს“,  „მოქალაქეებს“ და "გირჩს" შემოწირულობა არ უფიქსირდებათ. 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 57.14%
არა - 42.86%
არ ვიცი - 0%
სულ - 7 ხმა