ქართველი ახალგაზრდა, რომელიც პოლონეთში დაღუპული ეგონათ, ცოცხალი აღმოჩნდა
ქართველი ახალგაზრდა, რომლის პოლონეთში გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, ცოცხალი აღმოჩნდა.
22 წლის ბექა ტაბაღუას გარდაცვალების შესახებ ოჯახს მისივე მობილური ტელეფონით მაშინ შეატყობინეს, როდესაც ის ქუჩაში უგონო მდგომარეობაში იპოვეს.
მას შემდეგ რაც ემიგრანტებმა მისი მოძიება პროზექტურაში ვერ შეძლეს, ახალგაზრდას საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მიაკვლიეს. მას ჭრილობები დანით გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა