ქმედებები, რომლებიც სექსუალურ ძალადობად შეიძლება ჩაითვალოს
პეტიციას, რომლის მოთხოვნაა სექსუალური შევიწროების კანონით აკრძალვა და დასჯად ქმედებად განსაზღვრაა, ხელს ათასი მოქალაქე აწერს ხელს.
პეტიციის ავტორთა განცხადებით, პარლამენტმა დაუყოვნებლივ უნდა განახორციელოს ცვლილებები და სექსუალური შევიწროება აიკრძალოს როგორც დასაქმების ადგილზე, ისე საჯარო სივრცეში.
“საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროება მოიცავს: სექსუალური ხასიათის კომენტარებს, უხამს ხუმრობებს, მიშტერებას, სტვენას, ტელეფონის ნომრის, ან შეხვედრის დაჟინებულ მოთხოვნას, რომელიც უარის შემდეგაც გრძელდება. ასევე სხეულზე შეხება უნებართვოდ, გენიტალიების ჩვენება და სხვა. სამუშაო ადგილას სექსუალური შევიწროება ხშირად გამოიხატება სექსუალური შინაარსის არასასურველ კომპლიმენტებში, ხუმრობებში, პორნოგრაფიის ჩვენებაში, უფროსის მხრიდან სექსუალური ურთიერთობების მოთხოვნა დაწინაურების ან სამსახურიდან არგაგდების სანაცვლოდ და სხვა. სექსუალური შევიწროების ამკრძალავი კანონმდებლობის არარსებობა იწვევს მოძალადეთა დაუსჯელობას და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციას”, - ნათქვამია პარლამენტში წარდგენილ პეტიციაში.
პეტიცია პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა მოქალაქეთა და არასამთავრობო ორგანიზაციათა განიხილა
და შემდგომი მსჯელობისთვის გენდერულ საბჭოს გადაუგზავნა.
ავტორი: ნიუპრესი