ქმნის თუ არა საფრთხეს მარჯვენასაჭიანი ავტომობილი?
ქმნის თუ არა საფრთხეს მარჯვენასაჭიანი ავტომობილი? საქართველოში მარჯვენასაჭიანი ავტომობილების შემოყვანაზე, შესაძლოა, შეზღუდვები დაწესდეს. ინიციატივით რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია გამოდის, რომელთა კვლევის მიხედვითაც ქვეყანაში მანქანების თითქმის ნახევარს საჭე მარჯვნივ აქვს. აკრძალვის ერთ–ერთ მიზეზად საცობების განმუხტვა და საფრთხეების თავიდან აცილება სახელდება. რამდენად ქმნის მარჯვენასაჭიანი მანქანა საფრთხეს ამის დასადგენად „ნიუპრესმა“ გამოკითხვა ჩაატარა. გამოკითხულთა ნაწილი საფრთხეებს მარჯვენასაჭიან ავტომობილებს, ნაწილი კი მძღოლების გამოუცდელობას უკავშირებს.
ავტორი: ანა ჯიქია, ნესტან ჩაგელიშვილი