აგილერას შემდეგ Black Sea Arena-ს სცენას ვანესა მეი დაიკავებს
ქრისტინა აგილერას შემდეგ Black Sea Arena-ს სცენას ცნობილი მევიოლინე ვანესა მეი დაიკავებს. კონცერტი 6 აგვისტოს არის დაგეგმილი. ვანესა მეი საქართველოში სპეციალური პროგრამით წარსდგება.
ელექტრონული კლასიკის დედოფლად წოდებული ვანესა მეი კლასიკური მუსიკის პირველი წარმომადგენელია, რომელმაც "Brit Awards"-ის ნომინაცია მიიღო, როგორც საუკეთესო ქალმა არტისტმა. მას 1997 წელს მიღებული აქვს "მსოფლიო მუსიკის ჯილდო".
ვანესა მეის კონცერტზე დასწრების მსურველებს ბილეთების შეძენა tkt.ge-ზე შეეძლებათ. კონცერტზე დასასწრები ბილეთების ფასი 30 ლარიდან დაიწყება.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 20 ხმა