ქუათისის საქალაქო სასამართლოში მკვლელობაში ბრალდებულის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
ქუათისის საქალაქო სასამართლოში მკვლელობაში ბრალდებული ბიკე კასიმოვას პროცესი მიმდინარეობს. პროცესს მეგობრის მკვლელობაში ბრალდებული ქალი ადვოკატთან ერთად ესწრება.
დაკავებულს გამოძიება 109-ე მუხლის მესამე ნაწილის ბ ქვეპუნქტით ედავება, რაც განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში განსაკუთრებული სისასტიკით გულისხმობს.
ადვოკატის ინფორმაციით, დაკავებული თავს უდანაშაულოდ ცნობს.
პროცესზე დასწრების უფლება არ მისცეს გარდაცვლილი ელისო ჩეჩელაშვილის დედას. ის დაკავებულის კანონის უმკაცრესი წესით გასამართლებას მოითხოვს.
ბრალდებულის თარჯიმანი ემოციური ფონის საფუძვეზე უარს აცხადებს დაკისრებული ვალდებულების შესრულებაზე, რამაც სასამართლო პროცესის გახანგრძლივება გამოიწვია და მოსამართლის ბრძანებით 5 წუთიანი შესვენება გამოვხადდა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი+