|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქურდობის 323 შემთხვევა, ნარკოდანაშაულის - 303 - დანაშაულის სტატისტიკა ერთ თვეში

ქურდობის 323 შემთხვევა დაფიქსირდა, ოჯახური ძალადობის 199 შემთხვევა - ასეთია  გასული ერთი მონაცემები.   სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით 2023 წლის ოქტომბერში სისხლის სამართლებრივი დევნა 2026 პირის მიმართ დაიწყო. 

საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის ოქტომბერში დევნის დაწყების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – 682 შემთხვევა თბილისში ფიქსირდება, აჭარაში – 273, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონებში შვიდი შემთხვევა.

2023 წლის ოქტომბერში დევნის დაწყების მაჩვენებელი სსკ-ის კონკრეტული მუხლების მიხედვით ასე გადანაწილდა: ქურდობა – 323 შემთხვევა; მუქარა – 234 შემთხვევა; ოჯახური ძალადობა – 199 შემთხვევა; ძალადობა – 180 შემთხვევა; გაუპატიურება – 20 შემთხვევა; გარყვნილი ქმედება – 8 შემთხვევა; თაღლითობა – 207 შემთხვევა; ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება – 303 შემთხვევა; ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება – 105 შემთხვევა; ყალბი დოკუმენტების დამზადება – 116 შემთხვევა;

ამასთან, საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის ოქტომბერში დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით 17 შემთხვევა, ხოლო მკვლელობის მცდელობის მუხლით რვა შემთხვევა გამოვლინდა, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით კი, გამოძიება ერთ შემთხვევაზე დაიწყო.

უწყების ანგარიშის მიხედვით, 2023 წლის ოქტომბერში დაზარალებულთა რაოდენობამ 1 556 პირი შეადგინა. სისხლის სამართლებრივი დევნა 20 პირის მიმართ შეწყდა.

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.19%
გაუარესდა - 52.99%
არ შეცვლილა - 12.82%
სულ - 117 ხმა