|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქურდული გარჩევაში" მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ პირებს პატიმრობა შეეფარდათ

ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობისა და გარჩევაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ პირებს პატიმრობა შეეფარდათ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და სამივე პირი პატიმრობაში დატოვა.

ადვოკატები აღმკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდნენ. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ და ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირს გამორიცხავენ.

ადვოკატების თქმით, ვიდეომასალა ფაბრიკაციაა და ავთენტურობის დადგენას მოითხოვენ. უფლებადამცველები გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ. მომდევნო პროცესი 3 აგვისტოს დაინიშნა.

ე.წ ქურდულ სამყაროს წევრობის და გარჩევაში მონაწილეობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს. გამოძიება 223-ე მუხლით დაიწყო.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი