|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისელი აქტივისტები მიხეილ მუმლაძე და იმედა ონიანი გაათავისუფლეს

ქუთაისელი აქტივისტები მიხეილ მუმლაძისა და იმედა ონიანი, რომლებივც 2 დღის წინ დააკავეს, დღეს სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

თუმცა,  აქტივისტების საქმის სასამართლო განხილვა არ მომხდარა, ადვოკატების მოთხოვნით, სხდომა გადაიდო.

სხდომის ჩატარების თარიღი მხარეებს ეცნობებათ. 

გათავისუფლებული აქტივისტების თქმით, ისინი პოლიციამ უსაფუძვლოდ დააკავა. 

ადვოკატი ელისო დათუსანიის თქმით,  ისინი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173 მუხლით იყვნენ  დაკავებული,  რაც პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს და ფულად ჯარიმას ითვალისწინებს.

აქტივისტები პოლიციამ ქუთაისში 4 ნოემბერს, გვიან ღამით, ოპოზიციის საპროტესტო აქციის დასრულების შემდეგ დააკავა. 

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 57.14%
არა - 42.86%
არ ვიცი - 0%
სულ - 7 ხმა