ქუთაისელი ბექა ლომთაძე თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონი გახდა
თავისუფალი სტილით მოჭიდავე ბექა ლომთაძემ ყაზახეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე 61-კგ წონის კატეგორიის ფინალში რუსი მაგომედრასულ იდრისოვი 6:1 დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.
ქუთაისელმა მოჭიდავემ 1/8-ფინალში მოლდოველი მიჰაი ეშანუს მოუგო- 10:0. შემდეგ ეტაპზე, 1/4-ფინალში ამერიკელი ტილერ ლი გრაფი დაამარცხა- 3:1. ხოლო ნახევარფინალში ინდოელ რაჰულ ბალასაჰებ ავარეს 10:6 აჯობა.
ბექა ლომთაძეს აქამდე 3 ფინალი ჰქონდა წაგებული- 2 ევროპისა და 1 მსოფლიო ჩემპიონატზე. ახლა კი დამსახურებულად მოიპოვა პრესტიჟული ტიტული.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 63.16%
არა - 36.84%
არ ვიცი - 0%
სულ - 19 ხმა