|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისელი მოსამართლის მალხაზ ოქროპირიშვილის სახლთან საპროტესტო აქცია გამართეს

ქუთაისში ჟურნალიტები და აქტივისტები სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე მალხაზ ოქროპირიშვილის სახლთან მივიდნენ. მათ აქციით საიათნოვას ქუჩაზე პლაკატებით და შეძახილებით გადაინაცვლეს.

"თავისუფლება მზია ამაღლობელს"-ამ მოწოდებით მოსამართლის გადაწყვეტილება გააპროტესტეს.

მათი თქმით, მალხაზ ოქროპირიშვილის გადაწყვეტილებით, არ მოხდა დაკავებული ჟურნალისტის საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვა, რის გამოც მზია ამაღლობელი პატიმრობაში დარჩა.

შეკრებილების თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილებით, საქართველოში ყველა ინსტანციაში საქმის განხილვა დასრულებულია, და ამაღლობლის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, რადგან ის შიმშილობს.

მოქალაქეების თქმით, ყველა მოსამართლის სახლთან მივლენ, რომელთა გადაწყვეტილებითაც ამაღლობელი პატიმრობაში დარჩა და ამ ფორმით გააგებინებენ საზოგადოებას მოსამართლეთა არასწორ გადაწყვეტილებას.

ქუთაისში საპროტესტო აქცია გრძელდება. აქციის მონაწილეები მერიასთან იყვნენ შეკრებილი, სადაც საჯარო ლექცია გაიმართა.

ავტორი: