|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისი გვირილობა შეზღუდული ფორმატით აღინიშნება

2 მაისობა ქუთაისში წელს  რამდენიმე ღონისძიებით აღინიშნება, ქალაქის დღესასწაული წელს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს დაემთხვა, ამასთან პანდემიის გამო ხალხმრავალი ღონისძიებები აღარ გაიმართება. 

 ქუთაისის მერიის ინფორმაციით, ქალაქში რამდენიმე საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრა, ფესტივალი და გამოფენა ჩატარდება. ცენტრალურ ბაღსა და „ვერიკოს სკვერში“ მოეწყობა ხელნაკეთი ნივთების, ყვავილებისა და წიგნების გამოფენა-გაყიდვები, თოჯინებისა და ნიღბების თეატრების წარმოდგენები ღია ცის ქვეშ, მხატვრთა პლენერი.

ამ დღეებში ქუთაისი ორ საერთაშორისო ღონისძიებასაც უმასპინძლებს - 7 მაისს სტარტს აიღებს ტანვარჯიშის საერთაშორისო ტურნირი, 8 მაისს კი გაიხსნება მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალი. დღესასწაულის ფარგლებში დაგეგმილი ყველა ღონისძიება რეგულაციების დაცვით გაიმართება.

ავტორი: ნიუპრესი