ქუთაისი-ალპანა-მამისონის გზის ერთ-ერთ მონაკვეთზე მეწყერი ჩამოწვა
უხვმა ნალექმა ონის მუნიციპალიტეტის სოფელ უწერაში მდინარეები მუშუანი და რიონი ადიდდა. ადიდებულმა რიონმა უწერაში ეკლესიასთან გადასასვლელი ხიდი მთლიანად წაიღო.
სტიქიამ სხვა სახის პრობლემებიც შექმნა. ქუთაისი-ალპანა-მამისონის ერთ-ერთ მონაკვეთზე მეწყერი ჩამოწვა და რამდენიმე წუთის მანძილზე ავტომობილების მოძრაობა შეფერხებული იყო.
რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთის გუბერნიის ინფორმაციით, დროულად მოხდა მძიმე ტექნიკის მობილიზება და გზის გაწმენდა, მათი ინფორმაციით, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.11%
გაუარესდა - 53.44%
არ შეცვლილა - 11.45%
სულ - 131 ხმა

16:48
17:26
21:51
11:34
















