|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისი არ ჩავარდეს მილიციელების, კაციჭამიების და ლეშიჭამიების ხელში - თეა წულიკიანი

 ქუთაისი არ ჩავარდეს მილიციელების, კაციჭამიების და ლეშიჭამიების ხელში, - ამის შესახებ ქვეყნის ვიცე-პრემიერი და კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს და  მეორე ტურისათვის  "უპრეცედენტო მობილიზაციის" მოწოდებას აკეთებს. 

"მინდა მეორე ტურში უპრეცედენტო მობილიზაციისკენ მოვუწოდო ჩვენს ამომრჩეველს, იმიტომ, რომ ქუთაისი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ქალაქია, აკვანი ქართული კულტურის და ბევრი დიდი ადამიანის სამშობლო, არ ჩავარდეს მილიციელების, კაციჭამიების და ლეშიჭამიების ხელში. აი ეს არის ახლა ქუთაისში გასაკეთებელი და არა მხოლოდ...", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

ქუთაისის მერის არჩევნებში ოპოზიციის საერთო კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ, ამომრჩეველთა ხმების 43,75% მიიღო.  მმართველი გუნდის კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა ს 41,86%-მა დაუჭირა მხარი. ვინაიდან, 50%-იანი ბარიერი ვერცერთმა კანდიდატმა გადალახა, ქუთაისში მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება. 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 57.14%
არა - 42.86%
არ ვიცი - 0%
სულ - 7 ხმა