|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისი დაიბრუნებს საქართველოს ინტელექტუალური და კულტურული დედაქალაქის ისტორიულ ფუნქციას -კახა კალაძე

ქუთაისი დაიბრუნებს საქართველოს ინტელექტუალური და კულტურული დედაქალაქის ისტორიულ ფუნქციას. ამის შესახებ "ქართული ოცნების" გენერალური მდივანმა კახი კალაძემ განაცხადა ქუთაისში "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ზაზა ლომინაძის და ქუთაისის მერობის კანდიდატის იოსებ ხახალეიშვილის წარდგენის ცერემონიაზე. 

მისი თქმით, შემთხვევითი არ არის რომ ბიძინა ივანიშვილმა ქუთაისში განახორციელა საერთაშორისო უნივერსიტების მშენებლობის პროექტი.

"სულაც არ არის შემთხვევითი, რომ ჩვენი პარტიის დამფუძნებლის - ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის უმსხვილესი ინვესტიციით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გრანდიოზული პროექტი ხორციელდება. პროექტის საერთო ჯამური ღირებულება მილიარდი ევროა და ბუნებრივია, რომ ასეთი გრანდიოზული მასშტაბის პროექტის განხორციელება უმნიშვნელოვანესია არა მხოლოდ ქუთაისის და რეგიონის, არამედ მთელი საქართველოსთვის.

ეს მოგვცემს შესაძლებლობას ის პოტენციალი, რომელიც ამ ქალაქს აქვს, მაქსიმალურად ავითვისოთ. ქუთაისში ისწავლიან საუკეთესო ახალგაზრდები მთელი ქვეყნიდან და აქ განათლებამიღებული ახალგაზრდები სხვა სიმაღლეზე აიყვანენ ჩვენი ქვეყნის განვითარებას. ქუთაისი დაიბრუნებს საქართველოს ინტელექტუალური და კულტურული დედაქალაქის ისტორიულ ფუნქციას"-განაცხადა კახა კალაძემ.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა