|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისიდან საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით ელექტროავტობუსები იმოძრავებენ

 ქუთაისსა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს შორის რეგულარული სვლაგეზის შესასრულებლად განკუთვნილი ელექტროავტობუსების შესაძენად ტენდერი გამოცხადდა.

ტენდერი, საერთაშორისო კონკურსის გამოქვეყნებით, გამოაცხადა გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მიერ დაფინანსებულმა კავკასიის რეგიონულმა გარემოსდაცვითმა ცენტრმა (REC Caucasus) .

ტენდერი ცხადდება პროექტის "ქუთაისის დაბალემისიიანი განვითარება ურბანული დაგეგმარების გზით" ფარგლებში.

გაეროს გარემოსდაცვითმა პროგრამამ (UNEP), საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად (MEPA) , წამოიწყო პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს ქუთაისის დაბალემისიიან განვითარებას - ეროვნულ და ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად, გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მხარდაჭერით.

ავტორი: ნიუპრესი