|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გაზრდილი ფასები - ქუთაისიდან ტრანსპორტის მოძრაობა ყველა მიმართულებით აღდგა

ქუთაისის ავტოსადგურიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა ყველა მიმართულებით განახლდა. დღეიდან მგზავრებს გადაადგილება რეკომენდაციების დაცვით მოუწევთ. ტრანსპორტში პირბადის გარეშე ვერავინ შევა, ამასთან მოხდება თერმოსკრინინგი.

მძღოლების თქმით, მგზავრების რაოდენობაზე ამ დროისთვის შეზღუდვა არაა. რაც შეეხება ღირებულებას, მგზავრობის საფასური თბილისის მიმართულებით გაძვირდა და 12 ლარის ნაცვლად 15 ლარი გახდა. 

"რეკომენდაციებმა  გამოიწვია გაძვირება, ხსნარი, დეზინფექცია, თერმოსკრინინგი, ყველაფრის თანხას ჩვენ ვიხდით, არავინ გვეხმარება. ჩვენ მხოლოდ თბილისზე ვმუშაობთ და ამიტომ გაძვირდა თბილისისკენ მგზავრობა. საწვავის ფასი თუ გაიაფდა, ეგ არაფერს ცვლის, სხვა ყველაფერი გაძვირდა", - განაცხადეს ადმინისტრაციაში.

მოსალოდნელია თუ არა სხვა მიმართულებით მგზავრობის გაძვირება, ჯერჯერობით უცნობია.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი