ქუთაისიელი პედაგოგი და სამოქალაქო აქტივისტი სოფიო როინიშვილი მეორე სამსახურიდანაც გაათავისუფლეს
ქუთაისიელი პედაგოგი და სამოქალაქო აქტივისტი სოფიო როინიშვილი მეორე სამსახურიდანაც გაათავისუფლეს. ამის ესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. სოფიო როინიშვილი მუსიკის მასწავლებელია, ის გასული თვის ბოლოს ქუთაისის მე-6 საჯარო სკოლიდან გაუშვეს, როგორც ცნობილი ხდება, ახლა მას გუმათის საჯარო სკოლა დაატოვებინეს. ამჯერადაც მიზეზი მის სამოქალაქო აქტივიზმი გახდა.
„უკვე მეორე სამსახურდანაც - ნახვამდისო...მეტი დამაჯერებლობისა და მრავალფეროვნებისათვის, ამჯერად ჩაცუცქული მამების განცხადების საფუძველზე. დირექტორს აშანტაჟებდნენ ბავშვების სკოლიდან გაყვანით. კაი ბიჭებმა გადაწყვიტეს ჩემი დღის წესრიგისა და ცხოვრების გაკონტროლება.
რა საცოდავები ხართ, თუ ხვდებით, ვინც ამ რეჟიმს ემონებით?! მე, ორი შვილის დედა, რომელიც ორივე სამსახურიდან გამიშვით ისე, რომ საკუთარ სინდისთან წინააღმდეგობაშიც არ მოსულხართ... ვერ წამაქცევთ! ბოლომდე შეგაკვდებით!
ძირს რუსი ბიძინა!", - წერს როინიშვილი სოციალურ ქსელში.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 62.5%
არა - 37.5%
არ ვიცი - 0%
სულ - 16 ხმა