ქუთაისის 2024 წლის ბიუჯეტი ოპოზიციის პროტესტის ფონზე დაამტკიცეს
ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2024 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი დაამტკიცა. მომავალი წლის ბიუჯეტი 115 510.7 ათასი ლარით განისაზღვრა.
მერიის ინფორმაციით, ბიუჯეტში გათვალისწინებულია ის პროექტები, რომელიც საჯარო განხილვისას მოქალაქეების მიერ პრიორიტეტად იქნა დასახელებული. გაზრდილია სხვადასხვა პროგრამების ბიუჯეტი და დაფინასება. ბიჯეტეში აისახა საჯარო მოხელეების ხელფასების 10-პროცენტიანი ზრდა. შესაბამისად, ხელფასები ეზრდებათ ქალაქის მერსა და თვითმმართველობის წარმომადგენლებს, რაც უკმაყოფილების მიზეზი გახდა.
ბიუჯეტს მხარი არ დაუჭორა ოპოზიციამ, ნაციონალური მოძრაობის ყოფილმა წევრებმა კი სხდომა დატოვეს.
დღესვე საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით სამგზავრო ტარიფიდან გათავისუფლდებიან ააიპ ,,სპეციალური სერვისების“ თანამშრომლები.
ავტორი: