|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის 3 სკოლაში ახალ საგანს- "ბიზნეს უნარ-ჩვევებს" შეასწავლიან

დაწყებითი კლასის 500-მდე მოსწავლე ახალ საგანს “ბიზნეს უნარ-ჩვევები დაწყებითი კლასისათვის” ისწავლის.

საგანი ქუთაისის 3 სკოლაში: ქართულ–ამერიკული სკოლა „პროგრესი“, იო. ოცხელის სახელობის მე-2 საჯარო სკოლასა და ქუთაისის 26-ე საჯარო სკოლაში დაინერგა.

არასამთავრობო ორგანიზაცია RICDOG - სა და ქართულ–ამერიკულ სკოლა „პროგრესში“ მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც ახალი სასწავლო საგნის დამატებას გულისხმობს. ასევე ჩატარდა საჩვენებელი გაკვეთილი.

„მშობლებისა და სკოლის დირექციის მხრიდან ეს ბავშვის განვითარებისთვის გააზრებულად გადადგმული ნაბიჯია. ეს საგანი ხელს უწყობს მოსწავლეებში დასაქმებისთვის მზაობასა და პროფორიენტაციის აკადემიური სტანდარტების მიღწევას. საგნის ჩატარებისთვის სპეციალურად გადამზადდნენ პედაგოგები. გადამზადება უზრუნველყო RICDOG-მა. კვალიფიციური კადრები წაიკითხავენ საგანს“, – ამბობს RICDOG გენერალური მდივანი გვანცა თოთაძე.

პროგრამები მოსწავლეებისთვის თვალსაჩინოს ხდის მათი მომავალი სამუშაო ადგილის შესაბამისობას მათ ცოდნასა და უნარ-ჩვევებთან.

“ჩვენი საგნის სწავლება დავიწყეთ იმ მიზნით, რომ მოსწავლეებს დაწყებითი საფეხურიდანვე განუვითაროთ კრიტიკული აზროვნების, ლიდერობის, პრობლემის გადაჭრის უნარ-ჩვევა,'- განაცხადა  ქართულ–ამერიკული სკოლა "პროგრესის" აღმასრულებელმა დირექტორმა ნათია კილაძემ.

საგანი – “ბიზნეს უნარ-ჩვევები დაწყებითი კლასისათვის” პირველი ეტაპისთვის მეორე სემესტრის დასასრულამდე ჩატარდება და იგეგმება სამომავლო გრძელვადიანი თანამშრომლობა სხვა საჯარო სკოლებთან.

სასწავლო საგნების განმახორციელებელი ორგანიზაცია არის Junior Achievement Georgia, რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობს სამეცნიერო-ინტელექტუალურ კლუბთან “თაობათა დიალოგი”. 

ავტორი: ნიუპრესი