|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის 44-ე უბანზე მისულ სამ ამომრჩეველს ხმის მიცემის უფლება არ მისცეს

ქუთაისის 44-ე საარჩევნო უბანზე მისულ სამ ამომრჩეველს ხმის მიცემის უფლება არ მოსცეს. მიზეზი, მოქალაქეების გადასატან ყუთის სიაში რეგისტრაცია აღმოჩნდა.

როგორც "ნაციონალური მოძრაობოს" წარმომადგენელი აცხადებს, აღნიშნულ პირებს არ ქონდათ ინფორმაცია, რომ ისინი გადასატანი სიით სარგებლობდნენ და ამიტომ უბანზე გამოცხადნენ.

მისივე თქით, ამ პიროვნებების მტკიცებით, მათ გადასატანი ყუთით სარგებლობის მოთხოვნით განცხადება არ დაუწერიათ.

ოპოზიციის წარმომადგენლი ვარაუდობს, რომ განცხადებები გაყალბებულია. 44-ე საოლქო კომისიის თავმჯდომარის დავით ნოზაძის თქმით, ამ პირებს ხმის მიცემის უფლება არ მიეცათ და ისინი ხმას გადასატანი ყუთით საშუალებით მისცემენ.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 57.14%
არა - 42.86%
არ ვიცი - 0%
სულ - 7 ხმა