ქუთაისის აეროპორტიდან მგზავრებს ეკომეგობრული ტაქსები მოემსახურება
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ოფიციალური გადამყვანი ტაქსი TESLA და CHANGAN-ის ეკომეგობრული ელექტრომობილები იქნება, -ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
უწყების ცნობით, და კომპანია aicar-თან თანამშრომლობის შედეგად, 2 მაისიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრებს ეკომეგობრული ტრანსპორტი მოემსახურება.
ეკომეგობრული ტრანსპორტით გადაადგილება მგზავრებს აეროპორტიდან როგორც თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ასევე საქართველოს სხვადასხვა მიმართულებებით შეეძლებათ. ტაქსები არის ეკოლოგიურად სუფთა და საერთოდ არ აქვს გამონაბოლქვი.
კომპანია aicar-ი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 2019 წლის ბოლოს აუქციონის გზით შემოვიდა.
ავტორი: ნიუპრესი