|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის აეროპორტიდან ყაზახეთის მიმართულებით ფრენები გაურკვეველი ვადით შეფერხებულია

ქუთაისის აეროპორტში ყაზახეთის ქალაქ ატირაუში დაგეგმილი რეისი გადაიდო. არსებული ინფორმაციით, რეისის გადადებს ყაზახურმა მხარემ მოითხოვა, რადგანაც ქალაქ ატირაუდან თვითმფრინავი ვერ გამოფრინდა.

მგზავრები ბავშვებთან და მოხუცებთან ერთად რამდენიმე საათია აეროპორტში იმყოფებიან და არ იციან, როდის შეძლებენ სამშობლოში დაბრუნებას. 

მომლოდინე მგზავრები რეისის ზუსტი დროის დადგენას აეროპორტის ადმინისტრაციასთან ცდილობენ, თუმცა უშედეგოდ.

აეროპორტის ადმინისტრაციის განმარტებით, ფრენებთან დაკავშირებით ზუსტი ინფორმაცია არ აქვთ, რადგან ფრენები ყაზახური მხარის მოთხოვნით არის შეფერხებული. 

 
 
 
 

 

ავტორი: ნიუპრესი