|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის აეროპორტის გახსნა 31 ოქტომბრამდე გადაიდო

ქუთაისის აეროპორტის გახსნა 31 ოქტომბრამდე გადაიდო. ამის შესახებ BMG-ის აეროპორტების გაერთიანებაში განუცხადეს.

აეროპორტების გაერთიანება შეფერხების მიზეზად  მეტეოროლოგიური პირობებს ასახელებს.

“არახელსაყრელი მეტეოროლოგიური პირობების გამო ასაფრენ-დასაფრენი ზოლის საფუძველზე სამუშაოები ჯერ კიდევ გრძელდება და ფრენების მიღება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 31 ოქტომბრიდან განახლდება”,- განაცხადეს გაერთიანებაში. 

უწყების ცნობითვე, რეაბილიტაციის დასრულებამდე ყველა რეისი თბილისის აეროპორტიდან შესრულდება.

10 ოქტომბერს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის რეაბილიტაციის გამო დროებით დაიხურა. ქუთაისიდან შესასრულებელი ფრენები თბილისის აეროპორტიდან ხორციელდება.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 40%
არა - 60%
არ ვიცი - 0%
სულ - 5 ხმა