|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის აეროპორტში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს

საბაჟო-გამშვებ პუნქტებში ,,სადახლო-საავტომობილო” და „ქუთაისის აეროპორტი“, ოქროს ნაკეთობების ქვეყანაში კანონდარღვევით შემოტანის რამდენიმე ფაქტი გამოვლინდა.

კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები (საერთო წონა 121.78 გრამი) საბაჟო-გამშვებ პუნქტში ,,სადახლო-საავტომობილო” აღმოაჩინეს. 


საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 7,217.64 ლარი შეადგინა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ემუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, საერთო ჯამში 7,217.64 ლარის ოდენობით შეეფარდათ.
არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები (საერთოწონა79.7გრამი) გამოვლინდა საბაჟო-გამშვებ პუნქტში „ქუთაისის აეროპორტი“. საქონლის საბაჟო ღირებულებამ 11,205 ლარი შეადგინა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა 11,205 ლარის ოდენობით შეეფარდა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა