ქუთაისის აეროპორტში არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს
ქუთაისის აეროპორტში არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტში „ქუთაისის აეროპორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საქართველოს მოქალაქის თ.ო-ს ფიზიკური დათვალიერებისას, 6300 ლარის ღირებულების არადეკლარირებული მობილური ტელეფონები (iPhone Xs 64 GB, iPhone X 256GB და iPhone X 64GB) აღმოაჩინეს.
უწყების ინფორმაციით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევი მოქალაქე, სანქციის სახით, 6300 ლარით დაჯარიმდა.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 63.16%
არა - 36.84%
არ ვიცი - 0%
სულ - 19 ხმა