|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

,,ქუთაისის აეროპორტში" ნარკოტიკების უკანონოდ შემოტანის ფაქტები აღიკვეთა

საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,ქუთაისის აეროპორტი“ და ,,სადახლო-საავტომობილო“, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტები აღიკვეთა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 31 მაისიდან - 1 ივნისის ჩათვლით,  მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს, სომხეთისა და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების კუთვნილი ავტომანქანებისა და ხელბარგების დათვალიერებისას, ნარკოტიკული (32 აბი), ფსიქოტროპული (226 აბი) ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები, ასევე, ნარკოტიკული ნივთიერებები მარიხუანა (1,85 გრამი) და კოკაინი (0,333 გრამი) აღმოაჩინეს.

საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულებს გადაეცათ.

ავტორი: ნიუპრესი