ქუთაისის აეროპორტში ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს
7 – 11 ოქტომბერს, საბაჟო-გამშვებ პუნქტებში „ვალე“, „თბილისის აეროპორტი“ და „ქუთაისის აეროპორტი“, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების, ქვეყანაში უკანონოდ შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, რუსეთის, ირანის ისლამური რესპუბლიკისა და საქართველოს მოქალაქეების ნ.დ-ს, ს.ა-ს, ჰ.მ-სა და მ.ს-ს კუთვნილი ხელბარგების დათვალიერებისას, ნარკოტიკული (ჯამში, 427 აბი) ნივთიერების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს.
საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულებს გადაეცათ.
ავტორი: ნიუპრესი