ქუთაისის აეროპორტთან 100-ნომრიანი სასტუმრო აშენდება
ქუთაისის აეროპორტთან 100-ნომრიანი სასტუმრო 2020 წელს ამოქმედდება. პროექტს სამშენებლო კომპანია GDG ახორციელებს. პროექტის სავარაუდო ღირებულება 10 მილიონი ლარია.
“მიმდებარე ტერიტორიაზე საერთოდ არ არის სასტუმრო და ვფიქრობ, გაამართლებს, რადგან ქუთაისის აეროპორტი კიდევ 4-ჯერ დიდი გახდება. თვე არ გავა, რომ რომელიმე მიმართულებით არ დაემატოს რეისები”,- განაცხადა კომპანიის ხელმძღვანელმა ბეჟან წაქაძემ.
მისი თქმით, სასტუმრო ჯერ პროექტირების ეტაპზეა.
100-ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა 8 ათას კვადრატულ მეტრზე მოხდება. სასტუმროში განთავსდება ბარები, რესტორნები, აუზები და ა.შ.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 63.16%
არა - 36.84%
არ ვიცი - 0%
სულ - 19 ხმა