12 წლის შემდეგ "ბორჯღალოსნები" ქუთაისში ითამაშებენ
ქუთაისი რაგბიში ევროპის ჩემპიონატის მატჩს უმასპინძლებს. 12-წლიანი შესვენების შემდეგ ქუთაისში სანაკრებო მატჩი ბრუნდება.
"ბორჯღალოსნები" 2018 წლის პირველ შეხვედრას 10 თებერვალს, "აია არენაზე" გამართავენ. მატჩი 15:00 საათზე დაიწყება და თამაში სარაგბო კლუბ "აია არენას" მოედანზე გაიმართება.
ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში „ბორჯღალოსნები“ ხუთ შეხვედრას გამართავენ.
ეროვნული ნაკრების 28-წლიან ისტორიაში „ბორჯღალოსნები“ ქუთაისში მესამედ ითამაშებენ.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.11%
გაუარესდა - 53.44%
არ შეცვლილა - 11.45%
სულ - 131 ხმა

16:48
17:26
21:51
11:34
15:17
















