ქუთაისის არსებული ყველა საარჩევნო უბანი 08:00 საათზე გაიხსნა
ქუთაისის #59-ე ოლქში არსებული ყველა უბანი 08:00 საათზე გაიხსნა. საარჩევნო ოლქის თავმჯდომარის მოადგილის ინფორმაციით, ყველა დროულად გაიხსნა, პირველი ამომრჩეველიც მივიდა.
გელა თუთბერიძის თქმით, რამე სერიოზულ დარღვევას ადგილი არ ქონია. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას 41-ე უბანზე არსებულ დარღვევასთან დაკავშირებით, საოლქოში ჯერჯერობით ინფორმაციას არ ფლობენ.
2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისათვის ქუთაისის 59-ე საარჩევნო ოლქში 130 საარჩევნო უბანია გახსნილი, მათ შორის 7 სპეცუბანია. ერთი სპეციალური უბანი ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ფუნქციონირებს, ხოლო დანარჩენი 6 უბანი ( ე.წ. კოვიდუბნები), რომლებიც კოვიდინფიცირებულებსა და თვითიზოლაციაში მყოფ პირებს მოემსახურებიან, ქალაქის სხვადასხვა საჯარო სკოლაშია განთავსებული. საპარლამენტო არჩევნებისთვის ქუთაისში 156 277 ამომრჩეველია რეგისტრირებული. რაც შეეხება კანდიდატებს, ქალაქის მერობისთვის 8, ხოლო მაჟორიტარობისთვის 22 კანდიდატი იბრძვის.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი