ქუთაისის ბოტანიკურ ბაღს ისევ თემურ ჩეჩელაშვილი უხელმძღვანელებს
ქუთაისის ბოტანიკურ ბაღს ისევ თემურ ჩეჩელაშვილი უხელმძღვანელებს.
,,ბატონი თემური ახალი გეგმებითა და იდეებით დაუბრუნდა ბაღს.
ბოტანიკური ბაღის თანამშრომლები წარმატებებს უსურვებს მას სამომავლო გეგმების განხორციელებაში და მზაობას გამოთქვამენ ერთობლივ, შედეგზე ორიეტირებულ თანამშრომლობაზე,,- წერია ქუთაისის ბოტანიკური ბაღის ფეისბუქ გვერდზე.
თემურ ჩეჩელაშვილმა ქუთაისის ბოტანიკური ბაღის დირექტორის პოსტი საკუთარი განცხადების საფუძველზე 2018 წელს დატოვა. მას შემდეგ აღნიშნული თანამდებობა ზაზა რამინაშვილმა დაიკავა. თემურ ჩეჩელაშვილი კი ქუთაისის "ტორპედოს" დირექტორის პოსტს იკავებდა.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 40%
არა - 60%
არ ვიცი - 0%
სულ - 5 ხმა