თემურ ჩეჩელაშვილმა "ბოტანიკური ბაღის" დირექტორის პოსტი დატოვა
ქუთაისის თვითმმართველობის გადაწყვეტილებას ააიპი "ბოტანიკური ბაღის" გაუქმების შესახებ ბოტანიკური ბაღის დირექტორის თემურ ჩეჩელაშვილის გადადგომის შესახებ განცხადება მოყვა.
როგორც ჩეჩელაშვილმა "ნიუპრესს" დაუდასტურა, მან გადადგომის თობაზე პირადი განცხადება დღეს დაწერა. მისი თქმით, ბაღის დირექტორის მოვალეობას მისი მოადგილე ბორის თვალოძე შეასრულებს.
შეგახსენებთ, ქალაქის მერიამ ააიპი "ბოტანიკური ბაღის" გაუქმების შესახებ მერიის გადაწყვეტილება ისე მიიღო, რომ ამის შესახებ ააიპის ხელმძღვანელობა ინფორმირებული არ იყო.
"მაინტერესებს, ააიპების გაუქმების მიზეზი და რა სარგებლობას მოუტანს ეს ქალაქს?
ქუთაისის მერიის ააიპი "ბოტანიკური ბაღი" უქმდება
ავტორი: ნიუპრესი