ქუთაისის ბოტანიკური ბაღი კონკურსს აცხადებს
ქუთაისის ბოტანიკური ბაღის პოპულარიზაციის მიზნით ფოტოკონკურსი ცხადდება. კონკურსი სახელწოდებით "თაობათა ბაღი” 6 ნოემბრამდე გაგრძელდება. კონკურსში მონაწილეთა ასაკი შეუზღუდავია, ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვს ბოტანიკური ბაღის თემაზე გადაღებული სურათი წარადგინოს. გამარჯვებულს სპეციალური კომისია გამოავლენს და სპეციალური პრიზებით დააჯილოდვებს. ნამუშევრები კონკურსის დასრულების შემდეგ გამართულ ღონისძიებაზე გამოიფინება.
კონკურსი ბოტანიკური ბაღის მოახლოებულ 200 წლის იუბილეს უკავშირდება, ბაღში ამ დროისთვის 800–მდე ჯიშის ხე–მცენარე ხარობს.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 63.16%
არა - 36.84%
არ ვიცი - 0%
სულ - 19 ხმა