|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ბულვარის რეაბილიტაცია საკრებულოზე განხილვის გარეშე დაიწყო - ფაქტს ენმ აპროტესტებს

ქუთაისში ცენტრალური ბულვარის რეაბილიტაცია დაიწყო ისე, რომ არც საკრებულოზე და არც სხვაგან მომხდარა პროექტის წარდგენა - აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი.

გიგა შუშანია ამბობს, რომ გელათის, ოქროს ჩარდახის, თეთრი ხიდის და სხვა მაგალითები გვიჩვენებს, რომ ხშირად რებილიტაციის ნაცვლად უარესს შედეგს ვიღებთ, ამიტომ ოპოზიციონერი პროექტის საჯარო განხილვას მოითხოვს, რომ მოხდეს დეტალების შესწავლა და ისტორიული ბულვარი საფრთხის წინაშე არ აღმოჩნდეს.

ქუთაისის ცენტრალური ბულვარის რეაბილიტაციისათვის 15 მილიონამდე არის გამოყოფილი.

ავტორი: