|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ცენტრალურ ნაწილში ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება - დეტალები

მაისს, „ქუთაისქალაქობა 2024-ის’’ დღესასწაულის ფარგლებში, ქუთაისის მერიის ორგანიზებით დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობების ჩატარება. ღონისძიებების შეუფერხებლად განხორციელებისთვის, განსაზღვრულ ადგილებში დროებით შეიზღუდება სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა - ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს. 
კონკრეტულად:
 „1-ელი  მაისის 18:00 საათიდან 3 მაისის 03: 00 საათამდე, სასცენო კონსტრუქციის მონტაჟისა და დემონტაჟისთვის, მოძრაობა და პარკირება სრულად შეიზღუდება აღმაშენებლის ქუჩის N5-იდან 100 საფეხურიანი კიბის მიმდებარე ტერიტორიამდე (გზის სავალი ნაწილის ორივე ზოლი).
2 მაისს, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, საბავშვო გასართობი ატრაქციონების განთავსებისთვის, მოძრაობა და პარკირება სრულად შეიზღუდება სადგურის ქუჩა N15-იდან სპორტულ მოედნამდე; ხოლო 17:00 საათიდან 21:00 საათამდე, ვინტაჟური ავტომობილების გამოფენის მოწყობისთვის, პარკირება ნაწილობრივ შეიზღუდება დავით აღმაშენებლის ძეგლის მიმდებარედ"- აცხადებს მერია.

ავტორი: ნიუპრესი