|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ცენტრალურ ნაწილში ტრანსპორტი შეცვლილი სვლაგეზით მოძრაობს

ქუთაისის ცენტრალური მოედანი დილიდან გადაკეტილია.  მოედანზე საახალწლო ღონისძიებები მიმდინარეობს.

აღნიშნულის გამო ქუთაისის ცენტრალურ ნაწილში დროებით შეზღუდულია სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა და პარკირება შემდგომ ლოკაციებზე:
 
31 დეკემბერს, 24:00 საათამდე, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობისა და პარკირების შეზღუდვა ზაქარია ფალიაშვილის ქუჩაზე, საჯარო ბიბლიოთეკის შენობამდე და კოლუმბია-მისურის ქუჩაზე;
31 დეკემბერს  ღონისძიებების დასრულებამდე, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობისა და პარკირების სრული შეზღუდვა დავით აღმაშენებლის მოედანზე, გარდა თბილისის და გელათის ქუჩებისა.
 შესაბამისად, შეცვლილია მუნიციპალური ტრანსპორტის მოქმედი სვლაგეზები:
წრიული მარცხენა სვლაგეზი (1L) - თამარ მეფის ქუჩა, ფანჯიკიძის ქუჩა, წერეთლის ქუჩა, აღმაშენებლის გამზირი, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩა, წითელი ხიდი, რუსთაველის გამზირი, ზვიად გამსახურდიას ქუჩა, ჭავჭავაძის გამზირი, ლადო ასათიანის ქუჩა, აღმაშენებლის გამზირი, წერეთლის ქუჩა, მანდარიას ქუჩა, თამარ მეფის ქუჩა.
წრიული მარჯვენა სვლაგეზი (1R) იმოძრავებს ჩვეული გრაფიკით.
 N3 სვლაგეზი - აღმაშენებლის მოედნისა და ფალიაშვილის ქუჩის ნაცვლად, მობრუნდება გურამ ფანჯიკიძის ქუჩაზე (კ/თ „საქართველო“).
N 41 სვლაგეზი - აღმაშენებლის მოედნისა და ფალიაშვილის ქუჩის ნაცვლად, მობრუნდება გურამ ფანჯიკიძის ქუჩაზე (კ/თ „საქართველო“).
N 4 სვლაგეზი - წერეთლის ქუჩა, მანდარიას ქუჩა, თამარ მეფის ქუჩა, გურამ ფანჯიკიძის ქუჩა, წერეთლის ქუჩა, აღმაშენებლის გამზირი, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩა, წითელი ხიდი, რუსთაველის გამზირი, ივანე ჯავახიშვილის ქუჩა, ბუხაიძის ქუჩა, ირაკლი აბაშიძის ქუჩა, ავტომშენებლის გამზირი. ავტომშენებლის გამზირიდან წერეთლის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებს არსებული გრაფიკით.
 N 5 სვლაგეზი - წერეთლის ქუჩა, მანდარიას ქუჩა, თამარ მეფის ქუჩა, გურამ ფანჯიკიძის ქუჩა, წერეთლის ქუჩა, აღმაშენებლის გამზირი, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩა, წითელი ხიდი. ხოლო წითელი ხიდიდან რევაზ თაბუკაშვილის ქუჩამდე იმოძრავებს არსებული გრაფიკით.
N 6 სვლაგეზი - ნაცვლად აღმაშენებლის მოედნისა, იმოძრავებს რუსთაველის გამზირიდან გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე, დავით და კონსტანტინეს ქუჩის გავლით, ჯაჭვის ხიდისკენ, შემდეგ ვარლამიშვილის მოედანზე, აქედან კი გუმათის დასახლებამდე არსებული გრაფიკით.
N 10 სვლაგეზი - ნაცვლად აღმაშენებლის მოედნისა, იმოძრავებს გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე წითელი ხიდით, შემდეგ - არსებული გრაფიკის შეუცვლელად.
 N 19 სვლაგეზი - ნაცვლად აღმაშენებლის მოედნისა, იმოძრავებს წერეთლის ქუჩაზე, მანდარიას ქუჩა, თამარ მეფის ქუჩა, სოლომონ პირველის ქუჩა, საფიჩხიის მოედანი, 26 მაისის ქუჩა, მერაბ კოსტავას ქუჩა, მარი ბროსეს ქუჩა, ვარლამიშვილის ქუჩა, ფალიაშვილის ქუჩა, აქედან კი ნიკეას ქუჩამდე არსებული გრაფიკით.
N 20 სვლაგეზი - ნაცვლად აღმაშენებლის მოედნისა, იმოძრავებს რუსთაველის ქუჩა, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩა, წითელი ხიდი, თაბუკაშვილის ქუჩაზე კი დაბრუნდება არსებული გრაფიკით.
 N 106 სვლაგეზი (M2 კატეგორია) - იმოძრავებს ნაცვლად აღმაშენებლის მოედნისა, რუსთაველის გამზირი, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩა, დავით და კონსტანტინეს ქუჩა, ჯაჭვის ხიდი, ვარლამიშვილის მოედანი, გუმათის დასახლებამდე კი დადგენილი გრაფიკით.
N 126 სვლაგეზი (M2 კატეგორია) - რუსთაველის გამზირიდან, აღმაშენებლის მოედნის ნაცვლად, იმოძრავებს გალაკტიონ ტაბიძის ქუჩის გავლით, წითელ ხიდზე.
 N 133 სვლაგეზი (M2 კატეგორია) - აღმაშენებლის მოედნის ნაცვლად, იმოძრავებს ვარლამიშვილის ქუჩაზე, მარი ბროსეს ქუჩის გავლით, გელათის ქუჩაზე.
N 141 სვლაგეზი (M2 კატეგორია) - დავით აღმაშენებლის მოედნის ნაცვლად, ვარლამიშვილის ქუჩიდან იმოძრავებს მარი ბროსეს ქუჩის გავლით გელათის ქუჩის მიმართულებით, 26 მაისის ქუჩაზე და სვლაგეზს განაგრძობს არსებული გრაფიკით. ის უკან დაბრუნდება საფიჩხიის მოედნით, 26 მაისის ქუჩის გავლით, გელათის ქუჩაზე და მარი ბროსეს ქუჩის გავლით ვარლამიშვილის ქუჩაზე.
მუნიციპალური ტრანსპორტი იმუშავებს 1 იანვრის 01:00 საათამდე. ავტობუსები წითელი ხიდიდან გავა ყველა არსებული სვლაგეზით.

ავტორი: ნიუპრესი