ქუთაისის ცენტრალური აუზი ყველა წესის და რეკომენდაციის დაცვით გაიხსნა
ქუთაისის ცენტრალური აუზი ყველა წესის და რეკომენდაციის დაცვით გაიხსნა. აუზის ადმინისტრაციამ გაითვალისწინა საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს რეკომენდაციები და მზადყოფნა გამოთქვა მიიღოს როგორც მსურველები ასევე პროფესიონალი მოცურავეები, რომლებიც სპეციალურ წვრთნას გაივლიან ღია აუზებში.
ამჟამად ცენტრალურ საცურაო აუზზე უკვე ვარჯიშობენ ქუთაისელი წყალბურთელები.
საცურაო აუზის პირობები ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა და მერიის ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელმა კობა ფხაკაძემ დაათვალიერეს.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა




11:28
12:35
















