ქუთაისის ციხიდან ათობით პატიმარი „ვივა მედში“ გადაიყვანეს
ქუთაისში, #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრები მოიწამლენ - ინფორმაციას ადვოკატები ავრცელებენ. უფლებადამცველები ვერ აკონკრეტებენ, რამ გამოიწვია ინტოსქციკაცია, თუმცა ამბობენ, რომ ათეულობით მსჯავრდებული თბილისში, კლინიკაში გადაიყვანეს.
ერთ-ერთი ვერსიით, შესაძლოა, ციხეში ენტეროვირუსი გავრცელდა და ამან გამოიწვია პატიმრების დაინფიცირება. ადვოკატები სასჯელაღსრულების დაწესებულებისა და იუსტიციის სამინისტროსგან გასაჯარობას ითხოვენ.
"ქუთაისის მეორე დაწესებულებაში, ენტეროვირუსით ინფიცირებულები არიან მსჯავრდებულები და გადაყვანილი არიან "ვივა მედში", ჩემი ინფორმაციით, 15 პატიმარია გადაყვანილი, თუმცა არ გამოვრიცხავ, მეტი იყოს. სავარაუდოდ, დღეს გადაიყვანეს სასწრაფო დახმარების ჯგუფებით", -აცხადებს ადვოკატი სოფიო ბონდარენკო.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა