ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტს გახსნიდან 10 წელი შეუსრულდა
ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტს გახსნიდან 10 წელი შეუსრულდა. 10 წლის წინ, კოპიტნარში მდებარე აეროპორტს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. განახლდა ასაფრენი-დასაფრენი ზოლი, თვითმფრინავების სადგომები, აშენდა ახალი ტერმინალი და სანავიგაციო კოშკურა.
გახსნიდან დღემდე, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 4 მილიონამდე მგზავრს და 15 ათასზე მეტ რეისს მოემსახურა.
2021 წლის 9 ივნისს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალი, რომელიც 6 ჯერ გაიზარდა, განახლებული სახით ოფიციალურად გაიხსნა.
ამ ეტაპზე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან გამგზავრება შესაძლებელია ევროპის, აზიისა და ახლო აღმოსავლეთის 17 ქვეყნის 28 მიმართულებით. 2023 წელს, აეროპორტის მმართველი კომპანია შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანება (UAG) ქუთაისის აეროპორტში მილიონამდე მგზავრის მომსახურებას ვარაუდობს.
ავტორი: ნიუპრესი