ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში სტაჟირების პროგრამა დაიწყო
დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის საარჩევნო მედიაცენტრის სტაჟირების პროგრამა დაიწყო. საარჩევნო მედიაცენტრის სტაჟირების პროგრამა საშუალებას აძლევს სტუდენტებსა და ახალგაზრდა პროფესიონალებს, უშუალოდ მიიღონ მონაწილეობა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების საარჩევნო მედიაცენტრის მისიის განხორციელებაში.
დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის საარჩევნო მედიაცენტრის სტაჟირების პროგრამა განხორციელდება 10 ქალაქში, ესენია: ახალციხე, ბათუმი, გორი, ქუთაისი, მარნეული, ოზურგეთი, რუსთავი, საგარეჯო, თელავი და ზუგდიდი. დაინტერესებულმა აპლიკანტმა უნდა მიუთითოს ერთ-ერთი ცენტრის ადგილმდებარეობა და სამოტივაციო წერილში აღნიშნოს განთავსების ადგილი. სტაჟირება არის ნახევარ-განაკვეთური, არაანაზღაურებადი, რომელიც დაიწყება 2017 წლის აგვისტოში და დასრულდება 2017 წლის ნოემბერში. ძირითადი, ყოველდღიური მოვალეობების გარდა, სტაჟირება ხელს შეუწყობს სტაჟიორის პროფესიული განვითარების პროგრამას, რომელიც მოიცავს მენტორობის, რეზიუმეს წერის ტექნიკებსა და ტრენინგებს.
სტაჟიორები გამოიყენებენ თავიანთ ტექნიკურ უნარებს, განათლებას, გამოცდილებას და რეგიონალურ ცოდნას შემდეგი საქმიანობებისთვის. განაცხადები მიიღება 4 აგვისტომდე .
შევსებული აპლიკაცია შეგიძლიათ გადაუგზავნოთ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის კოორდინატორის მოადგილეს: ქეთი ბიბილეიშვილი, მეილზე kbibileishvili@cce.ge
დემოკრატიული ჩართულობის ცენტრები საქართველოს 10 ქალაქში 2011 წლიდან ფუნქციონირებს, რომელიც მოქალაქეებს სთავაზობს ნეიტრალურ და ხელმისაწვდომ სივრცეს დემოკრატიული დიალოგის ხელშეწყობისა და წარმართვისათვის. ცენტრების მხარდაჭერას უზრუნველყოფს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) "სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტი" (ACCESS). თითოეული ცენტრი აღჭურვილია ყველა საჭირო თანამედროვე რესურსით, მათ შორის: საკონფერენციო და შეხვედრების ოთახებით, კომპიუტერული ლაბორატორიით, ბიბლიოთეკით და პროფესიონალი თანამშრომლებით. დემოკრატიული პროცესების წარმართვაში მოქალაქეთა ინფორმირებისა და ჩართულობის მიმართულებით დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებმა განსაკუთრებული როლი ითამაშეს საარჩევნო მედია ცენტრების შექმნის გზით.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი